ახალი ამბები

თავშესაფარში მყოფ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის ნახვა სურთ – ხინჩეგაშვილი მათ სურვილზე დუმს

ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.

“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.

ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის ამ საახალწლო სურვილის შესრულება პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა მას შემდეგ, ორი კვირა გავიდა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კვლავ არც სატელეფონო ზარებს და არც ტექსტურ შეტყობინებებს არ პასუხობს.


როდის დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები – გორის რესურსცენტრი

8 მარტიდან საჯაო სკოლებში  საგაზაფხულო არდადეგები დაიწყება. გორის რესურსცენრტის ხელმძღვანელის ნანა ტერმაკოზაშვილის თქმით, სკოლები ერთი კვირით დაისვენებენ. “ეს არის საგაზაფხულო არდადეგები, რომელიც 8 მარტიდან 15 მარტამდე გაგრძელდება. სრული ერთი კვირა დაისვენებენ მოსწავლეები”, – განმარტა ტერმაკოზაშვილმა. დატოვეთ კომენტარი


ამ დროში, რადიო “მოზაიკამ” ინფორმაციის გავრცელებით, უკვე შეძლო თავშესაფარში მცხოვრები მოხუცების სხვა სურვილების ასრულება. მათთვის სასურველი ნივთების შეგროვება ისევ გრძელდება და საჩუქრებს ხანდაზმულები კვირის ბოლოს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი