ახალი ამბები

გორში, 23-24 დეკემბერს “ახალგაზრდული ფორუმი” გაიმართება

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზდებს ფორუმში მონაწილეობისთვის იწვევენ. “გორის ახალგაზრდული ფორუმი” 23 და 24 დეკმებერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსშია დაგეგმილი. 

ორგანიზატორთა ინფორმაციით, გორში ახალგაზრდული ფორუმი პირველად იმართება და მასშიჩართულები იქნებიან მუნიციპალიტეტში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციები და ახალი თაობის წარმომადგენლები.

მანამდე კი შერჩეულ მონაწილეებთან დამატებით ერთი დღის მანძილზე  საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდება.

 

“პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს, ხოლო განმახორციელებელი არის ჩვენი ორგანიზაცია “ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება”. ფორუმში მონაწილეობის მიღება 14-29 წლის ასაკის იმ ახალგაზრდებს შეუძლიათ, რომლებსაც საკუთარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პრობლემები აწუხებს. მონაწილეები იქნებიან უზრუნველყოფილი კვებით, ტრანსპორტირებით და ფორუმის სამუშაო მასალებით”
, – განმარტა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, სოსო მეზვრიშვილმა. 

ინფორმაციისთვის, ფორუმზე რეგისტრაცია დაინტერესებულ ახალგაზრდებს 8 დეკემბრამდე, ფორუმის ბმულზე შეეძლებათ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები