ბლოგები

“არასოდეს დამეზარება ბრძოლა მეტი დემოკრატიისათვის”

ავტორი: ანი ბალიაშვილი

აპლიკაცია, გასაუბრება, სკოლაში მოხვედრა

2013 წელი იყო. ჩემი მეგობრისგან ნანუკა ფერაძისგან გავიგე, რომ გორში არსებობდა დემოკრატიის სკოლა, რომელიც არაფირმალურ სასწავლო კურსს სთავაზობდა დემოკრატიით დაინტერესებულ მსმენელებს. მივხვდი, რომ ძალიან მინდოდა ამ კირსზე მოხვედრა. აპლიკაციაც კი გამოვაგზავნინე, მაგრამ რატომღაც გადამავიწყდა მისი შევსება. დედლაინის ამოწურვას ერთი დღე აკლდა და ჩემმა მაშინდელმა თანამშრომელმა ნათია გოჩაშვილმა შემახსენა ეს ამბავი. ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, მე ნათიას მადლიერი ვარ და ამას არასდროს დავუვიწყებ. საერთოდ ყველას მადლიერი ვარ, ვინც კი ოდესმე სადმე სწავლისკენ მიბიძგა.

გასაუბრებაზე წავედი. 15 მაისის ძალადობრივო და ჰომოფობიური აქცია ახალი მომხდარი იყო და ძალიან გაბრაზებული ვიყავი. ვბრაზობდი იმაზე, თუ როგორ მოექცნენ უმცირესობის წარმომადგენლებსს რელიგიის სახელით, უმრავლესობის სახელით და ფსევდოფასეულობების სახელით.

გასაუბრებაზე გავიგე, რომ კვირაში ორ სამუშაო დღეს უნდა მქონოდა ლექციები. მაშინ ქარელის მუნიციპალიტეტში ვმუშაობდი. ხელისუფლება ახალი შეცვლილი იყო. ვხედავდი, რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კარგი თვალით არ მიყურებდა, თუმცა სანამ მოვალეობის შემარულებლად ითვლებოდა, რეპრესიებს არ აპირებდა. კვირაში ორჯერ სამსახურიდან გამოთავისუფლება ამ პირობებში, შეუძლებლად მივიჩნიე, გასაუბრებაზე მყოფ ზაზა ჭიპაშვილს და ირაკლი ქობალიას მწუხარებით დავემშვიდობე, ავდექი და გამოვედი. თუმცა ორივე დამედევნა, იქნებ შეძლოთ მონაწილეობა, იქნებ მოაგვაროთ როგორმეო. მოკლედ, ჩემი უარი არ მიიღეს.

ასე მოვხვდი დემოკრატიის სკოლაში. ხან ღიად, ხან ფარულად, ხან თხოვნით,ხან თხოვნის გარეშე ვაცდენდი, ვიპარებოდი და ასე ვახერხებდი ლექციებზე დასწრებას. ეს იყო ყველაზე გამართლებულო და პროდუქტიული “დარღვევა” სამსახურში, რასაც არასდროს ვინანებ.

როდესაც ახალმა გამგებელმა როგორც იქნა არჩევნებით გაიფორმა ძალაუფლება და დაუყოვნებლივ გამომაგდო სამსახურიდან. და ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ გაუშვით ანი ბალიაშვილიო, მან უპასუხა, დამოუკიდებლობის სკოლაში დადიოდა და მაგიტომო.

მართალია ამ კომენტარზე დღემდე ბევრს ვიცინით მე და ჩემი მეგობრები,მაგრამ მე მას ვეთანხმები. დიახ,ეს სკოლა არის დემოკრატიის და თავისთავად, დამოუკიდებლობისაც.

ახალი მეგობრები, აქტივიზმი და გორის სიყვარული

დემოკრატიის სკოლამ შემაყვარა გორი. ხშირად მიფიქრია, რატომ შემიყვარდა ასე ეს ქალაქი და ბოლოს მივხვდი – თანამოაზრეების და მეგობრების გამო.

არაჩვეულებრივ ლექტორებთან შეხვედრის შესაძლებლობის გარდა სკოლამ შექმნა სადისკუსიო სივრცე, სადაც რეგიონში და ქვეყანაში მიმდინარე ყველა მოვლენა განიხილება შესაბამისი უკუკავშირით. მაგალითად:

  • მახსოვს 2017 წელს როგორი აღელვებული მოვიდა მაშინდელი საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი და გვითხრა, ხალხო სტალინის ძეგლს გვიბრუნებენ ქალაქში, მიშველეთო.
  • მახსოვს როგორ ვმობილიზდით. ზოგმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიწერა, ზოგმა – საელჩოებს, ზოგმა წერილები მოამზადა, ზოგმა აქცია დააანონსა. მახსოვს საკრებულოს სხდომაზე მსხდომი ჩვენი გოგოები – გვანცა, ნინო, არინა. ლიზი, კატო, თეონა და დანარჩენები, რომლებიც მედგრად იცავდნენ დემოკრატიის ინტერესებს გაზულუქებული რუსეთუმეების წინააღმდეგ.
  • მახსოვს, როგორ ვმობილოზდით არინა თავაქარაშვილის გარშემო, როდესაც ის ანტისტალინირი გამოსვლების გამო, სამსახურიდან გამოიშვეს.
  • მახსოვს როგორ ჩაატარეს ჩვენმა “მაროელმა” გოგოებმა ევროპის დღეები სრულიად მოხალისეობრივად და გორს ლამაზი, ფერადი და ევროპული დღეები აჩუქეს.
  • მახსოვ ლიზი ყაზიშვილის და ლექსო ვალიაურის პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესები.
  • მახსოვს ჩემს გარშემო გაერთიანებული საზოგადოების ყველაზე სუფთა, მოაზროვნე და პროგრესული ნაწილი, ჯერ 2014-სა და 2017-ში, შემდეგ კი 2020 წელს, როდესაც ოპოზიციური განწყობების გამო, გამომიშვეს სამსახურიდან.

ბევრი ამბის მონაწილეები ვართ დემოსკოლელები. ალბათ სწორედ ესაა მიზეზი, რომ ეს სტატუსი კრიტიკული აზროვნების, ბრძოლის უნარის ქონის და შეუპოვრობის სიმბოლოა. ჩვენ ვჩანვართ ყველგან, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება. და ახლა როდესაც ჩვენი თავშეყრის მთავარმა აქტორმა, ორგანიზაციამ EECMD დემოკრატიის ლიდერის ჯილდო გადმომცა, ისღა დამრჩენია გავიაზრო ის პასუხისმგებლობა, რასაც ეს სტატუსი მანიჭებსარასოდეს დამეზარება ბრძოლა მეტი დემოკრატიისათვის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.