ახალი ამბები

შევა თუ არა “ენმ” საკრებულოში გუნდურად გადაწყდება, შედეგების შესაბამისად-ბასიშვილი

“ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებას ელოდება. სწორედ ამ მონაცემებზე იქნება დამოკიდებული ოპოზიციის გადაწყვეტილება, ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში მუშაობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის, ცესკოს გორის 32-ე ოლქსი შემავალი 106-ვე უბნის ხმები დათვლილი აქვს და ოქმებიც გამოქვეყნდა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” შიდა ქართლის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი კონკრეტულ დარღვევებზე მიიუთითებს და საჩივრებზე რეაგირებას ელოდება. ბადრი ბასიშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დეპუტატის მანდატი მისი პარტიიდან 9 წევრს პროპორციული სიით, ერთს კი მაჟორიტარულით ეკუთვნის, თუმცა რეალური შედეგები უფრო მისივე ტქმით გაცილებით მეტია.

“ველოდებით რეაგირებას იმ დარღვებზე, რომელთა შესახებაც საჩივრები დაიწერა უბნებზე. ამ გაყალბებული შედეგითაც, რაც დაიწერა 9 პროპორციული და 1 მაჟორიტარული მანდატი ეკუთვნის ენმ-ს გორის საკრებულოში. ამ ეტაპზე საკრებულოში შესვლაზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე მისაყვანია და ამ ბრძოლის ეტაპზე რა უფრო მნიშვნელოვანი იქნება გუნდურად გადაწყდება”, – აცხადებს ბადრი ბასიშვილი.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები