ახალი ამბები

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს მიმართავს

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, მოსწავლეების მშობლებს მიმართავს და ურჩევს, რომ ოჯახის რომელიმე წევრზე, covid-19 ის დადასტურების შემთხვევაში ბავშვს სკოლაში ნუ გაუშვებენ. სწავლების პროცესის საკლასო ოთახებში შენარჩუნებისთვის, ნანა ტერმაკოზაშვილი არასრულწლოვანთა ოჯახებს სიფრთხილის გამოჩენისა და რეგულაციების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

“ვისაც სკოლის მოსწავლე გყავთ შვილი, როდესაც ოჯახის წევრს უდასტურდება ვირუსი, დატოვეთ ბავშვი სახლში, თუნდაც გატესტილი და უარყოფითი იყოს! როდესაც ბავშვს ვირუსის სიმპტომები აქვს, არ გაუშვათ სკოლაში!როდესაც ესა თუ ის კლასი დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადაგვყავს, იმას ნიშნავს, რომ ამ კლასის ბავშვები უნდა იყვნენ სახლში და არ იარონ სხვადასხვა წრეებზე თუ კერძო მასწავლებლებთან!გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ადამიანებო ვეცადოთ, შევინარჩუნოთ სწავლა-სწავლების პროცესი საკლასო ოთახებში! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ჩვენი შვილებისთვის,” – ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.