ახალი ამბები

უფლისციხეში დაგეგმილი ღონისძიება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო 

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 10 ოქტომბერს ტურისტული გამოფენა-ბაზრობა იყო დაგეგმილი.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება გადაიდო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. 

“უფლისციხეში დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო. როდის გაიმართება გამოფენა-გაყიდვა, ზუსტ დროს მოგვიანებით შეგატყობინებთ”, – განაცხადეს გორის მერიაში. 

ინფორმაციისთვის, გუშინ, 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებში 15-მდე ადამიანი მოყვა. ამ დროის მონაცემებით ტრაგედიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის მცირეწლოვნებიც. 

დატოვეთ კომენტარი