ახალი ამბები

უფლისციხეში ტურისტული ბაზრობა – გამოფენა გაიმართება

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე ტურისტული ბაზრობა-გამოფენა გაიმართება. 

გამოფენა არის ერთდღიანი და მასში მონაწილეობას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელნაკეთი ნივთების ოსტატები და მხატვრები. 

“ღონისძიებას დაესწრებიან კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და უფლისციხეში ჩამოსული ტურისტები”, – აცხადებენ ტურიზმის განყოფილებაში. 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან შიდა ქართლის გუბერნია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.