ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა გორთან – დაშავდა მძღოლი

გორი-თბილისის ავტობანზე, სოფელ ახალსოფელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს საბურავი გაუსკდა და საჭე ვეღარ დაიმორჩილა.

“მანქანა დაიმტვრა, საბურავი გაუსკდა მძღოლს და ბორდიურს შეასკდა, მსუბუქად არის დაშავებული მძღოლი, გონზე იყო, სასწრაფომ წაიყვანა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” , – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. მომხდარს გორის პოლიცია იძიებს.

დატოვეთ კომენტარი