ახალი ამბები

შავშვების დევნილთა დასახლებაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვა

შავშვების დევნილთა დასახლებაში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა მმართველი გუნდის წარმომადგენელს 21 ხმით მოუგო. ვასილ მახარაშვილს ხმა 142-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ვლადიმერ ხინჩეგაშვილს – 121-მა. მესამე ადგილი ამ საარჩევნო უბანზე, გახარიას გუნდის წარმომადგენელმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა დაიკავა 15 ხმით, ხოლო ბოლო ადგილზე ეთერ ჯალაღანია გავიდა, რომელსაც მხარი მხოლოდ 5-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.

რაც შეეხება პროპორციულ ნაწილს, შავშვების დასახლების 105-ე უბანზე კვლავ “ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს 141 ხმით, მას მოსდევს “ქართული ოცნება” – 116 ხმით, პარტიამ “საქართველოსთვის” კი 10 ხმა მიიღო.

დატოვეთ კომენტარი