ახალი ამბები

12:00 – გორის ოლქში არჩევანი მოსახლეობის 16%-მა დააფიქსირა 

გორის საარჩევნო ოლქში 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 16 386 -მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16%-ია. 

10:00 საათისთვის გორის ოლქში ამომრჩევლეთა აქტივობა 7% იყო. 

გორის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, მალხაზ მირუაშვილის ინფორმაციით საარჩევნო უბნების გახსნის შემდეგ, ამ დროისთვის 3 საჩივარი დაიწერა, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა.

დატოვეთ კომენტარი