ახალი ამბები

“ახალბაღში” ჩოგბურთის კორტებისა და მოედნების პროექტის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა 

გორის კულტურის და დასვენების პარკში “ახალბაღი” ჩოგბურთის კორტების, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების მოსაწყობად, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

ადგილობრივ ხელისუფლებას მომსახურების შესასყიდად 14 800 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

“კულტურისა და დასვენების პარკის „ახალბაღი“-ს ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების, კალათბურთის მოედნის და ფეხბურთის მოედნის მოწყობის სამუშაოებისათვის უნდა მომზადდეს დეტალური მუშა პროექტი, რათა შემდგომში ხარისხიანად და გეგმაზომიერად განხორციელდეს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები”, – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში. 

შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი