ახალი ამბები

გორში გახარიას პარტიის ოფისთან ე.წ წერილების ყუთი დაამონტაჟეს

გორში პარტიის “საქართველოსთვის” ოფისთან ე.წ წერილების ყუთი დამონტაჟდა. პარტიაში განმარტავენ, რომ ამ ფორმით მოქალაქეებს შეუძლიათ კითხვები დაუსვან გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრებს.

“თქვენთვის საინტერესო თემაზე შეგიძლიათ კითხვა დაუსვათ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრებს. კითხვა წერილობით შეგიძლიათ დატოვოთ ჩვენს ოფისთან – სპეციალურად განთავსებულ წერილების ყუთში.  კითხვის დასმა ასევე შესაძლებელია ონლაინ: http://forgeo.ge/ka/ask-question ” , – ინფორმაციას პარტია სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

პარტიის “საქართველოსთვის” ოფისი გოგებაშვილის ქ. N 2-ში მდებარეობს.

დატოვეთ კომენტარი