ახალი ამბები

რა გეგმები აქვს “გირჩის” სიის პირველ ნომერს გორში, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში

პარტიის “გირჩი” სიის პირველი ნომერი გორში გიორგი ბერკაცაშვილია. 

ბერკაცაშვილი წარსულში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის საბანკო  და საფინანსო სფეროში, ასევე იყო “პალიტრა მედია ჰოლდინგის” ერთ-ერთი კომპანიის Geopaper-ის დირექტორი.

2021 წლის თვითმმართველობის არჩვნებში საკუთარი კადიდატურის დაყენება “გირჩის” სახელით გადაწყვიტა, რადგან როგორც ამბობს, აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია “განსხვავებულია და პოლიტიკურ დაპირისპირებასა და კლოუნადაში არ ერევა”. 

“გირჩის სხვა კანდიდატების მსგავსად, არჩევის შემთხვევაში, მე დავეხმარები ადამიანებს ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გადალახვაში, ამასთან ერთად ვიმუშავებ გადასახადების ადგილზე დასატოვებლად, რაც გორელებს მისცემს საშუალებას თავად განკარგონ მათი ფული და აიღონ პასუხისმგებლობა გორის ბიუჯეტის ხარჯების განსაზღვრაში. ჩემი სლოგანია “რო-გორი გინდა თქვი”, რაც ძალიან მრავლის მომცველია, ჯერ როგორი გორი გინდა უნდა თქვა, შემდეგ როგორი გინდა განათლების სისტემა, როგორი სასამართლო, როგორი პოლიცია და ა.შ. თუმცა აღნიშნულის გაკეთება არ არის ადვილი. დღეს, მე მხოლოდ მსჯელობის დაწყებას ვაპირებ, გორელებისთვის ინფორმაციის მიწოდება მსურს,” – ამბობს გიორგი ბერკაცაშვილი. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.