ახალი ამბები

გორის იუსტიციის სახლში მენეჯერის პოზიცია ვაკანტურია

გორის იუსტიციის სახლში მენეჯერის პოზიცია ვაკანტურია. იუსტიციის სამინისტრომ ვაკანსიის შესახებ განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა.

თანამდებობრივი სარგო აღნიშნულ პოზიციაზე 2 500 ლარია. კანდიდატს მოეთხოვება მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება და მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი. გარდა ამისა, ვაკანსიით დაინტერესებულმა პირმა ინგლისური უნდა იცოდეს კარგად.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განცხადების მიღების ვადა 1-ლ ოქტომბრამდეა. ამ ეტაპზე, გორის იუსტიციის სახლის მენეჯერის პოზიციის დაკავება 13 კანდიდატს სურს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.