ახალი ამბები

ქვახვრელში სკვერის მოსაწყობად მერიამ 89 000 ლარი დახარჯა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დასასვენებელი სივრცის მოსაწყობად გორის მერიამ 89 000 ლარი დახარჯა.

სკვერი ადგილობრივების ინიციატივით მოეწყო.

“სკვერში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დეკორატიული განათება, სკამები, ფანჩატური, ურნები”,- ამბობენ უწყებაში

პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდა.

დატოვეთ კომენტარი