სტატიები

სიმთვრალის მიზეზით გათავისუფლებული “ოცნების” კანდიდატის პასუხი ოპოზიციას

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” გორში მაჟორიტარობის კანდიდატებად ისეთი პირები წარადგინა, რომლებიც სხვადასხვა დროს სამსახურეობრივი დისციპლინის დარღვევაში არიან შემჩნეულები. წმინდაწყლის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ზოგიერთის საქმეზე გენ. ინსპექციის შესაბამისი დასკვნაც არსებობს, რაც ამომრჩევლისთვის ცნობილი უნდა იყოს. 

“არა მხოლოდ ამ არჩევნებზე, გასულ არჩევნებზეც “ქართულმა ოცნებამ” ისეთი მაჟორიტარები წარადგინა,რომლებიც დღემდე გამორჩეულები არიან ეთიკის ნორმების დარღვევით და დისციპლინური გადაცდომით. დავით რაზმაძე – ჭალა-სადგურის მაჟორიტარი,რომელიც საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი მიმართ დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი ტექტსებით გამოვიდა,რის გამოც ბოდიშის მოხდა მოუწია. კობა ბერიანიძე – ზეღდულეთის მაჟორიტარი,რომელმაც კახა ბურჯანაძის მიმართ დისკრიმინაციული ტერმინოლიგია გამოიყენა,რაც ოპოზიციონერი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა. მიშა გოგინაშვილი,პროპორციული სიის ათეულის წევრი,რომელიც მუდმივად გამოირჩევა აგრესიული რიტორიკით და შეურაცხმყოფელი ფრაზებით,რაც კანონიერ გარემოში დისციპლინური სასჯელის დაკისრების საფუძველი უნდა ყოფილიყო. კიდევ ერთმა მაჟორიტარმა ძევერაში, სოსო მუმლაძემ განსხვავებული პოლიტიკური ნიშნის მქონე ქალბატონს, მაია სიჭინავას მიაყენა შეურაცხყოფა და მისი დედა სამსახურიდან გააშვებინა, –  ამბობს ანა ბალიაშვილი. 

წინასაარჩევნოდ, ოპოზიციის მიერ დასახელებულ პირთა შორისაა, გორელი ადვოკატი ზაზა მათოშვილიც, რომელიც სადგური- ელექტროფიკაციისა და კომბინატის ადმინისტრაციულ ერთეულებში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის 2018 წელს, სასამართლოში გორის მოქმედი მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის უფლებების დამცველი იყო. უფრო ადრე კი ის საჯარო სამსახურშიც იყო დასაქმებული. მათოშვილი არ უარყოფს, რომ აღნიშნული მიზეზით მოხდა მისი გათავისუფლება, თუმცა საფუძველი, როგორც თავად განმარტავს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში პოლიტიკური იყო. 

“2012 წლის ზაფხულამდე მე ვმუშაობდი, საჯარო რეესტრის  ეროვნულ სააგენტოში შიდა ქართლის იურიდიულ სამსახურში. დადგენილებაში კი წერია, რომ მსუბუქი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყოო, 18:15 -ზე მაგრამ ეს იყო სამსახურის შემდგომი პერიოდი. რეალურად ჩემი გათავისუფლება მოხდა იმ მიზეზით, რომ მე იმ პერიოდში შემამჩნიეს ბიძინა ივანიშვილის მიტინგებზე”,-განმარტავს მათოშვილი.  

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.