ახალი ამბები

გორში, 4 ქუჩაზე გარე განათების ნათურები გამოიცვალა 

გორში, რამდენიმე ადგილას გარე განათების ნათურები გამოიცვალა. 

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, გარე განათების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის გარდა სოფლებშიც მიმდინარეობს. 

“საჭიროების შესაბამისად ტარდება სხვადასხვა სახის სამუშაოები, ძველი ნათურები იცვლება ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ან ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარდა გორში შაფთოშვილის, ჩხეიძის, ამილახვრის ქუჩებზე და ნაჭარმაგევის დასახლებაში”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი