ახალი ამბები

გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს

გორში წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი საავადმყოფოს დემონტაჟი მიმდინარეობს. 

მერიამ აღნიშნული ფართი აუქციონის ფორმით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გაასხვისა. ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომლის ნაწილიც ჩამონგრეული იყო შპს ფროფერთიმ 716 100 ლარად იყიდა.

შენობის სრულ დემონტაჟს ახალ მფლობელს აუქციონის პირობები ავალდებულებდა. გარდა ამისა, მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მეპატრონე ვალდებულია 4 წლის ვადაში მიწის ნაკვეთი გააშენიანოს და აშენებული ობიექტი ექსპლოატაციაში მიიღოს.

დატოვეთ კომენტარი