ახალი ამბები

ცესკო: გორში გახარიას პარტიის 2-მა წევრმა მოხსნა კანდიდატურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გორში ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” 2-მა წევრმა მოხსნა არჩევნებზე კანდიდატურა.

სოფიო ფილიშვილი და ნინო ქარელიშვილი  პროპორციული სიის 26-ე და 28-ე ნომრები იყვნენ, თუმცა როგორც პარტიაში განმარტავენ მათზე მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა მოხდა, რის გამოც ისინი იძულებულები გახდნენ მოეხსნათ კანდიდატურა.

“ერთ-ერთის მეუღლე საჯარო სამსახურშია დასაქმებული და ეს გამოიყენეს მუქარისთვის, ხოლო მეორეს მცირე ბიზნესი აქვს და უთხრეს, რომ დაუხურავდნენ, სწორედ ამიტომ მათ მოხსნეს კანდიდატურა” , – განმარტავს პარტიის ერთ-ერთი წევრი მამუკა ფანიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს პარტიის “საქართველოსთვის” 2 წევრი. ჯერ ოლეგ ხუბულური გაათავისუფლეს გორის მერიიდან, შემდეგ კი, გია წვერავა მოხსნეს თეატრის დირექტორის თანამდებობიდან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.