ახალი ამბები

„მოსმენის შედეგად შეთხზული საქმე” – გორში ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი

გორში ე.წ “ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული კუკური ნოზაძის ადვოკატი მამუკა ნოზაძე თვლის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმე ფარული მოსმენის შედეგადაა შეთხზული. მისი მტკიცებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

“მიმაჩნია, რომ არანაირი სახის მტკიცებულება არ არსებობს საქმეში, უბრალოდ, როგორც ყველას უსმენენ, ესეც არის მოსმენების შედეგად შეთხზული სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არ არის გამყარებული რაიმე სახის მტკიცებულებით და საქმე აგებულია იმ ფრაზეოლოგიაზე, იმ საუბრებზე, რომელიც არ შეიცავს არანაირი დანაშაულის ნიშნებს. რაც ჩემთვის ცნობილია, გარდა ამ ფარული თვალთვალის შედეგად ჩაწერილი სატელეფონო საუბრებისა, არაფერი არ არსებობს საქმეში. დაკავებულებს ბრალი ჯერ არ წარდგენიათ, ბრალის წარდგენის შემდეგ უფრო ნათლად გვეცოდინება ვის რა ბრალს უყენებენ და რა მტკიცებულებების საფუძველზე“, – აცხადებს მამუკა ნოზაძემ.

ინფორმაციისთვის, გორში 16 სექტემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა 10-მდე პირი დააკავეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.