ახალი ამბები

გორის სასამართლომ 2 პირი მეტამფეტამინის მოხმარების გამო დააჯარიმა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 პირი სასამართლომ მეტამფეტამინის მოხმარების გამო დააჯარიმა.

საქმე მოსამართლე დავით პაპუაშვილმა განიხილა.

“ნ.მ და ზ.ბ ცნობილ იქნენ დამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით ნარკოტიკული საშუალება ამფეტამინისა და მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტზე და სახდელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ” , – ვკითხულობთ მოსამართლის მიერ გამოტანილ განაჩენში.

მოსამართლემ ასევე მიუთითა, რომ ნ.მ-ს და ზ.ბ-ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარეს ჩადენილი ქმედება, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა

დატოვეთ კომენტარი