ახალი ამბები

“ტაძრების მოედანი” – რობერტ მაღლაკელიძის ინიციატივა 

გორის მუნციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელს, რობერტ მაღლაკელიძეს აქვს იდეა, რომ საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიას დაერქვას “ტაძრების მოედანი”. 

მაღლაკელიძის თქმით, იდეა რამდენჯერმე გააჟღერა, თუმცა ოფიციალურად მერიისთვის ჯერ არ მიუმართავს. 

“ამის შესახებ მეუფე ანდრიასაც ვესაუბრე და მოეწონა იდეა. საკმაოდ ძველი და ისტორიული ადგილია. დგას საკათედრო ტაძარი, ასევე პატარა ტაძარიც. ამ ტერიტორიაზე ქალაქისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ღონისძიება ჩაგვიტარებია. რამდენჯერმე გავაჟღერე ეს იდეა და მოეწონათ. ალბათ, ახალი მერიის პირობებში მივმართავთ ოფიციალურად და იმედი გვაქვს, რომ მხარდაჭერა იქნება”, – ამბობს რობერტ მაღლაკელიძე. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.