ახალი ამბები

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილეს მამამ 50 ათასი დოლარი აჩუქა

შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემ საჩუქრად 50 000 დოლარი მიიღო. ფულადი თანხა მამამ გადაურიცხა. აბელ აბესაძეს ამის შესახებ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში აქვს მითითებული.

აბელ აბესაძე გუბერნატორის მოადგილედ 2 თვის წინ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ნუგზარ სამხარაძე ჩაანაცვლა. მანამდე აბესაძე “ქართული ოცნების” კოორდინატორი იყო. გასულ წელს კი ხაშურის მუნიციპალიტეტშიც მუშაობდა, სადაც მრჩევლის პოზიციას იკავებდა. საჯარო სამსახურიდან მიღებულმა მისმა თანამდებობრივმა სარგომ იმ პერიოდში 9648 ლარი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები