სტატიები

„ქართულ ოცნებას” 5-მა გორელმა 50 000 ლარი გადაურიცხა

“ქართულ ოცნებას” 5-მა გორელმა წინასაარჩევნოდ 50 000 ლარი გადაურიცხა.

გადარიცხვა პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ბაზაში 6 სექტემბერს აისახა. 

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ პარტიამ გორიდან შემოწირულობის სახით ბოლო მონაცემებით, ჯამში 150 000 ლარი მიიღო. შემომწირველებს შორის ძირითადად არიან ბიზნესმენები.

რაც შეეხება ბოლო 5 გადარიცხვას, მმართველ პარტიას 20 000 ლარი გადაურიცხა მურაზ მეტრეველმა, ამავე ოდენობის თანხა გადარიცხა აბესალომ ეგაძემაც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.