ახალი ამბები

მეუფე ანდრია, სასულიერო პირებთან ერთად აშშ-ს დელეგაციას შეხვდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საქართველოს საპატრიარქოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთა დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრას სხვა სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა).

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს.

სტუმრებმა აღნიშნეს, რომ თითოეული წამოჭრილი პრობლემა აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი.

ამასთან, დელეგაციამ ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის აქტიური მუშაობის პირობა დადეს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები