„ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სარეკლამო ბანერებისთვის 76 467 ლარს ხარჯავს.
ამის შესახებ პარტიამ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ანგარიში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აუდიტს წარუდგინა 2 აგვისტოდან 22 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.
აღნიშნულ პერიოდში, პარტიამ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის 13 ბანერის განთავსებისთვის 76 467 ლარი გადაიხადა. “ქართულმა ოცნებამ” თანხა შპს “ალმას” გადაურიცხა.
18 კვ.მ სიდიდის ბანერის განთავსებისთვის პარტია 2 390 ლარს იხდის, ხოლო 36 კვადრატულისთვის 4 779 ლარს.
ხელშეკრულების მიხედვით, ბანერები მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იქნება გორის ქუჩებში განთავსებული.
დატოვეთ კომენტარი