ახალი ამბები

გიორგი გახარიამ გორის მერობის კანდიდატად კონსტანტინე ანანიაშვილი წარადგინა

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ გორის მერობის კანდიდატები წარადგინა. გორში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობისთვის ამ პარტიის სახელით, კონსტანტინე ანანიაშვილი იბრძოლებს. გახარიას თქმით, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელობიდან მას არა მხოლოდ ბათუმსა და მშობლიურ ქალაქ გორში, არამედ, მთელ საქართველოში კარგად იცნობენ.

“გორში მერობისთვის იბრძოლებს კონსტანტინე ანანიაშვილი. პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი, ღირსეული გორელი და შიდა ქართლელი, რომელსაც კარგად იცნობენ ბათუმელები. მას იცნობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ის წლების განმავლობაში ღირსეულად, კეთილსინდისიერად ემსახურებოდა საქართველოს, თავის კუთხეს და რაც მთავარია, იცავდა ქვეყანაში სამართლიანობას,”-აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დატოვეთ კომენტარი