ახალი ამბები

ტრანსპორტის სააგენტო: ამ ეტაპზე გადასახადს მგზავრების 25-30% იხდის

ტრანსპორტის სააგენტო მგზავრთა საფასურიდან შემოსავალს თვეში 65 000 – დან 70 000 ლარამდე იღებს, რაც წლის განმავლობაში განსაზღვრული საქმიანობების დასაფინანსებლად არასაკმარისია, ამიტომ ა(ა)იპ მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებას მომავალი წლისთვისაც ითხოვთ და უფრო გაზრდილი ოდენობით.

ტრანსპორტის სააგენტოში განმარტავენ, რომ საკუთარი შემოსვლებით ფუნქციონირების სტრატეგია არ შეცვლილა, თუმცა ეს საკითხი მგზავრობის საფასურის ამოღებაზე იქნება დამოკიდებული. ამ დროისთვის კი როგორც სააგენტოში აცხადებენ, გადასახადს მგზავრების მხოლოდ 25-30% იხდის.

“სტრატეგია არ შეცვლილა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ ეტაპზე, მგზავრთა მხოლოდ 25-30% იხდის მგზავრობის გადასახადს, სააგენტოს შემოსავლების რაოდენობა არ არის იმდენი, რომ დამოუკიდებლად შეძლოს არსებობა. როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენი სააგენტოს თვითმიზანი მგზავრთა დაჯარიმება არ არის, რადგან ჯერ ვცდილობთ, მოსახლეობა სრულად ინფორმირებული გავხადოთ გადახდის სისტემებზე და ამის შემდგომ დავიწყებთ მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლს. როგორც კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლები გაეზრდება, ნაკლებად დამოკიდებული გახდება ადგილობრივ ბიუჯეტზე,“-განმარტავენ ტრანსპორტის სააგენტოში.

ინფორმაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯტეიდან ტრანსპორტის სააგენტო 2 320 000 ლარით ფინანსდება, 2022 წლისთვის კი ა(ა)იპ ამ თანხის 2 630 000 ლარამდე გაზრდს ითხოვს.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები