ახალი ამბები

გორში, “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი დავით რაზმაძე იქნება

“ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი გორში, მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე იქნება. მმართველი გუნდის ეს გადაწყვეტილება მისთვის ამჯერადაც მისაღებია და მზადაა პარტიის გამარჯვებაში საკუთარი წვლილი ისევ შეიტანოს. ერთი თვის წინ დავით რაზმაძე ამბობდა, რომ საქმიანობას იქ გააგრძელებს, სადაც პარტია გადაწყვეტს. აქვე განმარტავს, რომ საკრებულოში რამდენიმე წლიანმა მუშაობამ ამ დრომდე მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვა.

“2017 წლის მოწვევის საკრებულოში, ჭალა, სადგური და წყაროს უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ვიყავი. პირველი ნომერი გელა კაპანაძე იყო. ახლა ასე გადაწყვიტეს, რომ სიის პირველი ნომერი მე ვიყო,”-უთხრა რადიო “მოზაიკას” დავით რაზმაძემ.

ინფორმაციისთვის, დავით რაზმაძე ამ ეტაპზე მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრია, აქედან ორჯერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარედ.  იყო საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეც.
დატოვეთ კომენტარი