განტვირთვა

ხელოვნების სახლმა გორის ძველი ფოტოების გაფერადება დაიწყო

ხელოვნების სახლი / Art House ცდილობს მოიძიოს გორის ძველი ფოტოები და მათი გაფერადებით, მაქსიმალურად გააცოცხლოს ქალაქის ძველი იერსახე.

რამდენიმე გაფერადებული ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

ორგანიზატორთა განმარტებით, ამ წამოწყების მიზანს ქალაქის ღირშესანიშნაობების პოპულარიზაცია და სიძველეების გაცოცხლება წარმოადგენს.

ოთო გვრიტიშვილი, ინიციატორი

როგორც იცით, ჩვენ მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი ორგანიზაცია ვართ და გვინდა ჩვენი ქალაქი კულტურით იყოს მეტად ცნობილი. ეს წამოწყება არის ძველი, საარქივო ფოტოსურათების გაციფრულება და უკვე არსებული ფოტოების ფერად ვერსიად გადაქცევა. ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი ვმუშაობთ ვინც ამ საქმეს ვაკეთებთ და ეტაპობრივად ჩვენს გვერდზე გამოვაქვეყნებთ, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება მოსახლეობისთვის და რაც მთავარია განსხვავებული მხრიდან გამოჩნდება ძველი გორი.
დატოვეთ კომენტარი