ახალი ამბები

გორის მერია სტიქიის დროს დაზიანებული სახურავების შეკეთებისთვის 158 139 ლარს ხარჯავს

გორის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის დროს დაზიანებული კორპუსის სახურავების შეკეთებისთვის 158 139 ლარს ხარჯავს.

უწყებამ გამარტივებული შესყიდვა განახორციელა და ხელშეკრულება შპს აღმაშენებელი 2012-ს გაუფორმა.

“ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გორში, ბარნოვის ქ. N9-ში და თარხნიშვილის ქ. N21-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის სახურავის რეაბილიტაციის სამუშაოები” , – ვკითხულობთ ხელშეკრულებაში.

ამავე დოკუმენტიდან ირკვევა, რომ კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.

ხელშეკრულება მერიასა და შპს აღმაშენებლი 2012-ს შორის 11 აგვისტოს გაფორმდა.

დატოვეთ კომენტარი