ახალი ამბები

გორის მერიამ სამშენებლო ნაგვის დაყრის გამო კომპანიას უჩივლა

კომპანიამ “იმერმშენი”, რომელიც სტალინის გამზირზე და ჭავჭავაძის ქუჩაზე საფეხმავლო ბილიკების რეაბილიტაციას ახორციელებს, ქუჩაში სამშენებლო ნაგავი დაყარა, რის გამოც, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა შესაბამისი ოქმი შეადგინა, შემდეგ კი, საქმემ სასამართლში გადაინაცვლა.

“ზედამხედველობის სამსახურმა შენიშნა, რომ სამშენებლო ნაგავი ქუჩაში ეყარა, რის შემდეგაც, შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, თუმცა კომპანიას ვერ ჩაბარდა ეს ოქმი და საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, პროცესზე მოპასუხე მხარე არ გამოცხადდა და ამიტომ გადაიდო” , – განმარტავენ მერიაში.

საქმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულიხმობს პარკებში, ბაღებში, სკვერებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში კონსტრუქციების ან/და სამშენებლო მასალების დაყრა და ითვალისწინებს კომპანიის 1 000 ლარით დაჯარიმებას. 

დატოვეთ კომენტარი