ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა გორში ხეები წააქცია და საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი ახადა 

ძლიერმა ქარმა გორში ხეები წააქცია და საცხოვრებელ კორპუსებს სახურავი ახადა. 

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, დაზიანებები რამდენიმე ადგილასაა და კეთილმოწყობის სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. 

“დაზიანებებია ცხინვალის 9 ბ, ბარნოვზე , ამილახვარზე მესამე სკოლის წინ, ორთაშენში ხეა წაქცეული, მელიქიშვილის 13, ჩოჩიშვილზეც ხეა წაქცეული. უკვე გაიწმინდა ორთაშენისკენ მიმავალი გზაც”, – ახხადებენ გორის მერიაში. 

უწყების ცნობით, გაწმენდით სამუშაოებში გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილიც ჩაერთო. 

დატოვეთ კომენტარი