ახალი ამბები

გორში მოტოციკლი და ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს

გორში, სტალინის გამზირზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახნენ.

“სასწრაფო არ გამოუძახებიათ, დაშავებული მანქანით წაიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში” , – ამბობს თვითმხილველი.

შემთხვევა სპორტ-სკოლის მოპირდაპირედ, ავტობუსების გაჩერებასთან მოხდა. მომხდარზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი