ახალი ამბები

მთავარი არხის ჟურნალისტს გორში მიკროფონი მოპარეს 

ტელეკომპანიის “მთავარი არხი” ჟურნალისტს, გიორგი ახალკაცს გორში მიკროფონი მოპარეს. 

ახალკაცის თქმით, შემთხვევის დროს ის ენმ-ს ოფისსთან სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. 

“გამოძიება დაწყებულია, მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოღებულია და როგორც ვიცი, მიმდინარეობს შესწავლა”, – ამბობს ახალკაცი.

მომხდარს გამოეხმაურა არხის დირექტორი, ნიკა გვარამია. 

“ჩვენს ჟურნალისტს, გორში მოპარეს მიკროფონი. საქართველოს მთავრობა კლეპტოკრატები რომ იყავით, ვიცოდით, მაგრამ ახლა მართლა ხო არ გააფრინეთ?!”, – წერს გვარამია. 

შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.