ახალი ამბები

მიწა მილიონ ლარად – გორის მერია წმინდაწყლის დასახლებაში ნაკვეთს ყიდის

გორის მუნიციპალიტეტის მერია წმინდაწყლის დასახლებაში მიწის ნაკვეთს ელექტრონულ აუქციონზე ყიდის. საწყისი ფასი მილიონ ლარს აჭარბებს.

მიწის ფასი, რომლის ფართობი 2 ჰექტარზე მეტია, აუქციონზე 1 056 000 ლარია. ნაკვეთი ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა. ოფიციალურად კი, ტერიტორია კარალეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული.

თუ კი, მყიდველი გამოჩნდება, მან მერიის გადაწყვეტილებით შემდეგი პირობა უნდა შეასრულოს:

“პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.

ვაჭრობის ბიჯი 96 000 ლარია.

ნაკვეთი ახალი ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა.
დატოვეთ კომენტარი