ახალი ამბები

გორის მწერალთა სახლში მარინა ჯალიაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს, მწერალთა სახლში, მწერალ მარინა ჯალიაშვილის წიგნის -“შიდა ქართლის ეკლესია-მონასტრები” პრეზენტაცია გაიმართა.

“წიგნში ილუსტრაციებით წარმოდგენილია შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ხუროთმოძღვრების ნიმუშები,ხელოვნების შედევრთა მთელი გალერეა. აღნიშნული წიგნი წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს ტურისტებისათვის” , – აცხადებენ კულტურის სააგენტოში.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია სასულიერო პირებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს წარმომადგენლები, მწერლის კოლეგები, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

დატოვეთ კომენტარი