ახალი ამბები

გორის მერიამ შსს-ს ნათხოვარი მანქანა უკან დაუბრუნა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ნათხოვარი 2007 წელს გამოსული TOYOTA LAND CRUISER PRADO უკან დააბრუნა.

“აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება 2010 წლიდან სარგებლობის უფლებით გადაცემული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროზე. 2021 წლის 15 ივნისს მხარეებს შორის შეთანხმების აქტების საფუძველზე შეწყდა თხოვების ხელშეკრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე,მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ავტომობილი გადაეცეს სახელმწიფოს, შემდგომში შსს-სთვის სარგებლობაში გადაცემის მიზნით” , – წერია დოკუმენტში.

შესაბამისი განკარგულება საკრებულოს ბოლო სხდომაზე დამტკიცდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.