ახალი ამბები

„შეუკვეთე შენი სპექტაკლი” – ერისთავის თეატრმა მაყურებლის ონლაინ გამოკითხვა დაიწყო

გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი შემოქმედებით პროცესში მაყურებლის ჩართულობის ხელშესაწყობად იწყებს პროექტს ”შეუკვეთე შენი სპექტაკლი”.

მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ონლაინ გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა და თავად აირჩიოს ის, თუ რომელი სპექტაკლის ნახვა სურს ახალი სეზონიდან. 

“პროექტი გულისხმობს მაყურებლის ონლაინ გამოკითხვის შედეგად ხმათა უმრავლესობით გამოვლინდეს ის ქართველი ავტორი, ვისი ტექსტის სცენურ რედაქციასაც ერისთავის თეატრი უკვე დაანონსებულ სამ პრემიერასთან ერთად მომავალ სეზონზე უჩვენებს თავის ერთგულ მაყურებელს”, – ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ნახეთ მიმართულებები, რომელსაც ხმას მაყურებელი ონლაინ გამოკითხვის საშუალებით აძლევს:

  • ძველი ქართული დრამატურგია;
  • ქართული კლასიკური ლიტერატურა;
  • თანამედროვე ქართული დრამატურგია;
  • ქართული პოეზია;
  • თანამედროვე პროზა;
  • ქართული თანამედროვე კომედია.
დატოვეთ კომენტარი