ახალი ამბები

მეჯვრისხევში, “ქეცხურას უბნის” გზის რეაბილიტაციისთვის 170 000 ლარზე მეტი დაიხარჯება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, “ქეცხურას უბნის” გზის გაგრძელების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამუშაოებისთვის 170 370 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდეროდ პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დაასრულოს. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ უბანში გზის საფარის მრავალი წლის განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. 

დატოვეთ კომენტარი