ახალი ამბები

გორელ ახალგაზრდა მუშაკებს ლიეტუვაში გამგზავრების შესაძლებლობა აქვთ

ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრი ახალგაზრდა მუშაკებს ლიეტუვაში გამგზავრებას და სხვადასხვა მიმართულებით უნარების გაუმჯობესებას სთავაზობს. Erasmus+ პროექტის ფარგლებში შეხვედრები 3-11 აგვისტოს ჩატარდება, რისთვისაც ორგანიზაცია 3 ვაქცინირებულ მონაწილეს ეძებს. დაინტერესებულმა ახალგაზდებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3rA1tzz

“გორელ ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ, ეძლევათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდული მუშაკების ერთკვირიან გაცვლით პროგრამაში, რომელიც ლიეტუვაში გაიმართება 3 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით. ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება უცხოური გამოცდილების გაზიარებით გაიუმჯობესონ უნარები პროექტების დაგეგმვის, შედეგზე ორიენტურებული პროექტების მართვის, შშმ პირებთან მუშაობის და ინკლუზიური გარემოს შექმნაზე პროექტების განხორციელებისას”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ორგანიზაციის წარმომადგენელმა გორში, სოსო მეზვრიშვილმა.

დატოვეთ კომენტარი