ახალი ამბები

გორში „ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

„ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი გორის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – სამხედრო ჰოსპიტალსა და „გორმედში“ 26 ივლისიდან დაიწყო. გორს ვაქცინა ,,ფაიზერის” 2 160 დოზა გადაეცა.

სამედიცინო ქსელ ,,გორმედში“ დღეს ,,ფაიზერით“ ვაქცინაციაზე 145 მოქალაქეა დარეგისტრირებული.

“რეგისტრირებული 145 პირიდან ნახევარზე მეტი უკვე აიცრა, ნაწილის ვიზიტი კი დღის მეორე ნახევარშია დაჯავშნილი. რაც შეეხება ვირუსს, ქსელის კლინიკებში კოვიდინფიცირებული პაციენტების მიმართვიანობის მკვეთრი მატება ფიქსირდება” , – ამბობს სამედიცინო ქსელის კლინიკური დირექტორი ხათუნა შრუბი.

მისივე ინფორმაციით, “გორმედში” ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტი მკურნალობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.