ახალი ამბები

გორის ხელოვნების სახლში გამოფენა „19 კითხვა” 3 სექტემბრამდე გაგრძელდება

გორის ხელოვნების სახლში ფოტოების გამოფენა 3 სექტემბრამდე გაგრძელდება.

“19 კითხვა” , – ასე დაასათაურა გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა გამოფენა, რომელიც ხელოვნების სახლში 3 ივლისიდან გაიხსნა.

“კუთვნილებისა და საკუთარი ადგილის ძიების პროცესს იკვლევს გამოფენა „19 კითხვა“. ესაა მონაწილეთა მიერ საკუთარი ადგილის ძიების მცდელობა, პირადი გამოცდილებებითა და იმ ისტორიებით, რომლებსაც ისინი თავიანთი სერიებით გვიყვებიან, იმაზე, თუ ვინ არიან, საიდან მოდიან და როგორ მოვიდნენ აქამდე” , – ამბობენ გამოფენის ორგანიზატორები.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბი, მოხალისეობრივ საწყისებზე შექმნილი, არაფორმალური, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს გორში.

დატოვეთ კომენტარი