ახალი ამბები

გახარია: გორში, აჭარაში და კიდევ ბევრგან, ჩვენს გამო საჯარო მოხელეებს ავიწროებენ

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, რეგიონებში იმ საჯარო მოხელეებს ავიწროებენ, რომლებსაც მათი გუნდის მხარდაჭერას ატყობენ.

გახარიას განმარტებით, საჯარო მოხელეებთან ერთად, პოლიტიკური ნიშნით დევნიან სამართალდამცავებს და ყველა იმ რიგით დასაქმებულს, ვისაც პარტიის “საქართველოსთვის” სიმპათიას ამჩნევენ.

არა მხოლოდ გორში და აჭარაში – ბევრგან, სადაც კი რიგითი ადამიანები, საჯარო მოხელეები გამოხატავენ ელემენტარულ სიმპათიას ჩვენს მიმართ, ჩვენი იდეოლოგიის, ჩვენი გეგმების მიმართ, სახელმწიფო მანქანა მაშინვე იწყებს მუშაობას, რაც ძალიან სამწუხაროა. ბოლო პერიოდში რამოდენიმე შემთხვევა ხდება, როდესაც კერძო ბიზნესებშიც არიან ჩარეულები. ჩვენ არავისი არ გვეშინია, უბრალოდ იმედგაცრუებაა ის, როდესაც “ოცნება” და “ოცნების” დღევანდელი ხელმძღვანელობა ზუსტად იგივე ინსტრუმენტებს იყენებს, რასაც 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა” უკეთებდა მას. სახელმწიფო აპარატს და განსაკუთრებით ისეთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა შემოსავლების სამსახური, პოლიცია, სუსი – ამ ყველაფერს იყენებს მოქალაქეების წინააღმდეგ უბრალოდ იმიტომ, რომ ვიღაცამ ვიღაცას facebook-ზე ლაიქი გაუკეთა. დაუჯერებელია, წარმოუდგენელია უბრალოდ. მადლობა ღმერთს, რომ შუქის ჩაქრობას გაცდნენ უკვე“, – აღნიშნა გახარიამ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.