ახალი ამბები

„შემიძლია გავყვე სიკვდილამდე” – „ლელოს” გორელი წევრი ხაზარაძეზე

“შემიძლია გავყვე სიკვდილამდე” , – აღნიშნული განცხადება პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გორის ორგანიზაციის გამგეობის წევრმა ვეფხია კასრაძემ გააკეთა, მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას.

“ჩემთვის ეს კაცი [მამუკა ხაზარაძე] აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელსაც შემიძლია გავყვე სიკვდილამდე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ეს იმიტომ, რომ მთელი პოლიტიკა არის დაფუძნებული ტყუილზე და სიყალბეზე. ყველაზე მეტად რაც მომწონს მამუკა ხაზარაძეში ეს არის სიმართლე, მართალი კაცია, გულწრფელი ადამიანია, სამშობლო უყვარს ძალიან” , – ამბობს იგი.

ვეფხია კასრაძე, 1988 წლიდან დღემდე, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული თეატრის მსახიობია. პარტიის ინფორმაციით, არის გოგი ქავთარაძის სახელობის პრემიის ლაურეატი; ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.