ახალი ამბები

მეჯვრისხევის თემში შემავალი სოფლებისთვის ტურისტული გზამკვლევი შეიქმნება 

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს, ტურიზმის განყოფილება სოფლებისთვის ტურისტული გზამკვლევის შექმნაზე მუშაობს.

აღნიშნული განყოფილების ხელმძღვანელი, რობერტ მაღლაკელიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე მეჯვრისხევის თემში შემავალი სოფლების ტურისტული პოტენციალის შესწავლა მიმდინარეობს. 

“ახლაც მუშაობს ექსპედიცია და მიმდინარეობს გზამკვლევის შექმნა. მუშაობა დავიწყეთ მეჯვრისხევის თემში შემავალ სოფლებში ტურისტული ბრენდების მოძიებით. საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია და სავარაუდოდ შემოდგომით, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. უკვე შესწავლილია, გარკვეული ტურისტული ადგილები. სოფელსაც ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. როცა დასრულდება ამაზე მუშაობა, ვგეგმავთ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ როგორ წარმოუდგენიათ ამ საკითხის განვითარება, ვის სურს რომ ჩაერთოს ამ ყველაფერში”, – გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ. 

ინფორმაციისთვის, ტურიზმის განყოფილებამ აღნიშნული გზამკვლევის შექმნისთვის პირველი სამუშაო შეხვედრა ივნისში, მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში გამართა. შეხვედრაზე სოფლის დეპუტატ, ასმათ ტალახაძესთან ერთად დეტალურად განიხილეს სამუშაო გეგმა და კითხვარი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება სოფლების ტურისტული გზამკვლევები.

დატოვეთ კომენტარი