ახალი ამბები

გორში, ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენების ბანერები განთავსდა

გორის შემოსასვლელში, გასასვლელსა და ცენტრში ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენების ბანერები დაიდგა.

ბანერების ფოტოებს სპორტის განვითარების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ოლიმპიადაზე მონაწილეობას 4 გორელი სპორტსმენი მიიღებს.

  • გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
  • გიორგი მუჯარიძე (მძლეოსნობა)
  • ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
  • ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო)

ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.