ახალი ამბები

ირმა ამბარდნიშვილმა შეურაცხყოფის ფაქტზე პარლამენტს და სახალხო დამცველს აცნობა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ირმა ამბარდნიშვილმა მიყენებული შეურაცხყოფის ფაქტზე, სახალხო დამცველს და პარლამენტს მიმართა.

“როგორც ვთქვი, დღევანდელ ამბავს ასე არ დავტოვებ. წერილი უკვე გადავუგზავნე პარლამენტს, დეპუტატ ნინო წილოსანს და სახალხო დამცველს”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ამბარდნიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმდჯომარემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა და განაცხადა, რომ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართავდა.

დატოვეთ კომენტარი