ახალი ამბები

„ევროპის ფონდმა” გორელი ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა

“ევროპის ფონდი” იწვევს გორში მცხოვრებ დაინტერესებულ ახალგაზრდებს “ახალგაზრდული იდეის” წევრების შესარჩევ კონკურსში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდებს.

“თუ გსურს წვლილი შეიტანო შენს თემში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მოხალისეობის გაზრდაში მაშინ გახდი ახალგაზრდული იდეის წევრი და შეცვალე შენი თემი უკეთესობისკენ. შეარჩიე და დააფინანსე თანატოლების მიერ შექმნილი საპროექტო იდეები. ხელი შეუწყე თემში თანატოლების სამოქალაქო აქტიურობას და მოხალისეობას” , – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც “ევროპის ფონდმა” გაავრცელა.

​როგორც ცნობილია, აპლიკანტები გაივლიან ვირტუალურ გასაუბრებას, რომელიც ჩატარდება ყოველ კვირას, აპლიკანტებთან წინასწარ ჩანიშნულ დროს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა არის 15 აგვისტო.

დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა აპლიკაცია შემდეგი ბმულის საშუალებით უნდა შეავსონ:  https://forms.gle/7qJDmtab698cQxLu5 . 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.