ახალი ამბები

საოჯახო სასტუმროებისა და მარნების მეპატრონეები გორში 2 დღიან ტრენინგს დაესწრებიან

9  და  10  ივლისს,   გორის  მუნიციპალიტეტის  სოფლის  საოჯახო  სასტუმროებისა  და  ღვინის  მარნების  მეპატრონეებისთვის გორში,  აგრო  (სოფლის)   ტურიზმის  საკითხებზე  ტრენინგი  ჩატარდება. შეხვედრა  საქართველოს  ტურიზმის  ეროვნული  ადმინისტრეციის,  შიდა  ქართლის   სამხარეო  ადმინისტრაციის, შიდა ქართლის  ტურისტული  კავშირის  ,,მეგზური“ და  გორის  მუნიციპალიტეტის  მერიის ჩართულობით ეწყობა.

“ორ დღიან ტრენინგში გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა  და  ტურიზმის   განვითარების  ხელშეწყობის  სააგენტოს   ტურიზმის   განყოფილებაც იქნება ჩართული.    ძირითადად  განხილული  იქნება     აგროტურიზმის   საკითხები    და  ტურისტული  მომსახურების  თავისებურებები  სოფლად,  რომელსაც  საქართველოს  ეკოტურიზმის  ასოციაციის  ტრენერები  წარმოადგენენ “,-უთხრა რადიო “მოზაიკას” ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რობერტ მაღლაკელიძემ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.